I
1. მეოთხედი, მეოთხედი ნაწილი; a quarter of a mile [of a yard] მილის [იარდის] მეოთხედი; in the last quarter of the 20th century მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში; four and three quarters ოთხი მთელი და სამი მეოთხედი; a quarter of a million men მეოთხედი მილიონი / ორას ორმოცდაათი ათასი კაცი; three quarters of an hour სამი მეოთხედი საათი, ორმოცდახუთი წუთი; cut the apple into quarters ვაშლი ოთხ თანაბარ ნაწილად გაჭერით; three quarters of island's residents speak English კუნძულზე მცხოვრებთა სამი მეოთხედი ინგლისურად ლაპარაკობს;
2. თხუთმეტი წუთი, საათის მეოთხედი (აგრ. quarter hour); it's (a) quarter to / ამერ. of / four now ახლა ოთხს უკლია თხუთმეტი წუთი; I'll meet you at (a) quarter past / ამერ. after / six შვიდის თხუთმეტ წუთზე შევხვდეთ; the clock strikes quarters ეს საათი ყოველ თხუთმეტ წუთში რეკავს;
3. 1) კვარტალი, სამი თვე, წელიწადის მეოთხედი; I get an elecrticity bill every quarter ელექტროენერგიის გადასახადს ყოველ სამ თვეში ერთხელ ვიღებ; the company's profits rose by 11% in the first quarter of the year კომპანიის მოგება წლის პირველ კვარტალში თერთმეტი პროცენტით გაიზარდა;
2) სემესტრი (10-დან 12 კვირამდე ხანგრძლივობისა – სკოლებსა და კოლეჯებში); he had a quarter at French ფრანგულს იგი მხოლოდ ერთი სემესტრის მანძილზე სწავლობდა;
4. ამერ. 25 ცენტი, დოლარის მეოთხედი; to be a quarter cheaper
ʘ 25 ცენტით იაფია;
5. სპორტ. მატჩის მეოთხედი (კალათბურთი, ამერიკული ფეხბურთი და სხვა);
6. ასტრ. მეოთხედი (მთვარის ფაზა); the moon is in its first quarter მთვარე პირველ მეოთხედში იმყოფება;
7. 1) მეოთხედი გირვანქა, ოთხი უნცია (≅ 114 გრამს);
2) მეოთხედი ცენტნერი [იხ. აგრ. hundredweight];
8. კულინ. მეოთხედი (ნაკლავის ნაწილი, რომელიც მოიცავს ფეხს);
9. კვარტერი (სტანდარტული საზომი ერთეულის ერთი მეოთხედი; მაგ. 4 უნცია (გირვანქის მეოთხედი), 28 / ამერ. 25 გირვანქა (ცენტნერის მეოთხედი), 9 დუიმი (იარდის მეოთხედი), 2 ფერლონგი (მილის მეოთხედი) და ა.შ.);
10. 1) კვარტერი (მარცვლეულის მოცულობის საზომი ერთეული უპირატ. დიდ ბრიტანეთში, = 8 ბუშელს; აგრ. imperial quarter);
2) კვარტერი (ამა თუ იმ სასმლის სტანდარტული ბოთლის მეოთხედი მოცულობის პატარა ბოთლი; აგრ. რამდენსაც ასეთი ბოთლი იტევს; აგრ. quarter bottle);
11. 1) მეოთხედი მილი;
2) სპორტ. სირბილი მეოთხედ მილზე;
12. ზღვ. რუმბის მეოთხედი (= 2°48′45″; აგრ. quarter point) [იხ. აგრ. rhumb];
13. = quarterdeck 1;
14. მშენ. დგარი, ბიგი (ჩარჩოსებრი / კარკასული კონსტრუქციისა);
15. საქუსარი (ფეხსაცმლისა);
16. 1) ცხენის ჩლიქის ერთ-ერთი გვერდითი მხარე (კედელსა და ქუსლს შორის);
2) შესატყვისი ადგილი ნალზე;
17. ჰერალდ. ფარის მეოთხედი;
II
1. კვარტალი, უბანი, რაიონი (ქალაქისა); the Chinese quarter ჩინური კვარტალი; the historic quarter of the city ქალაქის ისტორიული კვარტალი;
2. წრე (ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე ადამიანთა); მოღვაწეობის სფერო; წყარო (ინფორმაციისა, დახმარებისა და ა.შ.); a reliable quarter ინფორმაციის სანდო / სარწმუნო წყარო; help came from an unexpected quarter დახმარება მოულოდნელი წყაროდან მივიღეთ; business quarters საქმიანი წრეები; in the highest quarters უმაღლეს წრეებში / სფეროებში; in some / in certain / quarters ზოგ / გარკვეულ წრეებში;
3. pl 1) საცხოვრებელი შენობა; ბინა (სამხედრო ბაზაზე, მოსამსახურე პერსონალისათვის და ა.შ.); married quarters დაოჯახებული სამხედრო მოსამსახურისათვის გამოყოფილი ბინა;
2) სამხ. ყაზარმები; საცხოვრებელი შენობები, ბარაკები;
III
იშვ., ლიტ. შეწყალება, დანდობა; მოწყალება, ლმობიერება (განსაკ. დამარცხებული ან დანებებული მოწინააღმდეგის მიმართ); his rivals knew that they could expect no quarter from such a ruthless adversary მისმა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ასეთი შეუბრალებელი მტრისგან შეწყალების იმედი არ უნდა ჰქონოდათ; no quarter was neither expected nor given მოწყალებას არავინ ელოდა და არც არავინ იჩენდა; to cry for quarter შეწყალების თხოვნა;
◇ no quarter! სამხ. ტყვეები არ აიყვანოთ!