1. სათანადო კვალიფიკაციის მიღება (˂მი˃იღებს) [იხ. აგრ. qualification 1]; to qualify as a teacher მასწავლებლის კვალიფიკაციის მიღება; he qualified as a doctor last year შარშან მან ექიმის დიპლომი მიიღო;
2. 1) სათანადო კვალიფიკაციის მინიჭება (˂მი˃ანიჭებს); სერტიფიცირება, ლიცენზირება;
2) სათანადო კვალიფიკაციის მიცემა (მისცემს); ცოდნის / მომზადების დონის ამაღლება; our four-week course will qualify you to teach English overseas ჩვენი ოთხკვირიანი სწავლების კურსის გავლის შემდეგ ინგლისური ენის საზღვარგარეთ სწავლებას შეძლებთ; this training course will qualify you for a better job ეს სასწავლო კურსი უკეთეს სამუშაოზე მოწყობის საშუალებას მოგცემს;
3. რაიმეში კვალიფიკაციის / კომპეტენტურობის მინიჭება (˂მი˃ანიჭებს); your professional experience [education] qualify you for this job თქვენი პროფესიული გამოცდილება [განათლება] ამ სამუშაოსთვის კვალიფიციურს გხდით; I am not qualified to discuss the subject არა ვარ კომპეტენტური ამ საკითხზე რომ ვიმსჯელო;
4. 1) უფლების / ნებართვის ქონა (აქვს), მიღება; to qualify for the competition, you must be over 18 თვრამეტ წელზე მეტი ასაკის უნდა იყოთ, შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება რომ მიიღოთ;
2) უფლების / ნებართვის მიცემა (მისცემს); to qualify smb. for the competition ვინმესთვის შეჯიბრებაში მონაწილეობის ნების დართვა / უფლების მიცემა;
5. შეჯიბრების, კონკურსის და ა.შ. შესარჩევი / საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა (გაივლის); to qualify for the final ფინალში გასვლა;
6. ʘ შეეფერება, შეესატყვისება; do you think this dress qualifies as evening wear? როგორ ფიქრობ, ეს კაბა საღამოს წვეულებაზე ჩასაცმელად გამოდგება?
7. შენიშვნის, ნათქვამის და მისთ. შერბილება (˂შე˃არბილებს), დაზუსტება; could I just qualify that last statement შეიძლება ეს ბოლო განცხადება დავაზუსტო?
8. გრამ. განსაზღვრა (˂გან˃საზღვრავს) ითქმის ზედსართავი სახელის, ზმნიზედს და ა.შ. შესახებ.