1. კვალიფიკაცია (ამა თუ იმ თანამდებობის და ა.შ. დაკავების უფლება – სათანადო კურსების და ა.შ. გავლის დოკუმენტ(ებ)ით დადასტურებული); ამა თუ იმ კვალიფიკაციის მიმნიჭებელი დოკუმენტ(ებ)ი; a doctor's qualification ექიმის კვალიფიკაცია / დიპლომი; nursing qualification მედდის კვალიფიკაცია / სერტიფიკატი; teaching qualification მასწავლებლის კვალიფიკაცია (მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო საკვალიფიკაციო დოკუმენტები: დიპლომი, სერტიფიკატი და მისთ.); paper qualifications ამა თუ იმ კვალიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები; academic [vocational] qualifications აკადემიური [პროფესიული] კვალიფიკაცია / ხარისხი; to acquire / to gain, to get, to obtain / qualifications კვალიფიკაციის მიღება / მოპოვება; I haven't got any qualifications in science არავითარი სამეცნიერო ხარისხი არა მაქვს;
2. კვალიფიკაცია (ამა თუ იმ საქმიანობისათვის საჭირო ცოდნა, გამოცდილება და ა.შ.); კომპეტენტურობა; პროფესიონალიზმი; the applicant with the best qualifications ამა თუ იმ თანამდებობისათვის საუკეთესო კვალიფიკაციის მქონე / ყველაზე შესაფერისი კანდიდატი; to have outstanding qualification to do smth. დიდი ცოდნის / კვალიფიკაციის ქონა რისამე გასაკეთებლად;
3. პიროვნული თვისება, ნიჭი; მონაცემები (საჭირო ამა თუ იმ სამუშაოს / დავალების შესასრულებლად); he has every qualification for the job ამ სამუშაოსათვის მას ყველა საჭირო მონაცემი გააჩნია;
4. 1) შეზღუდვა; შემზღუდველი / მალიმიტირებელი შენიშვნა / შესწორება; the committee expressed support for our plans but with certain qualifications კომიტეტმა გამოხატა ჩვენი გეგმების მხარდაჭერა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით; I welcome the Prime Minister's proposal without qualification სრულად მივესალმები პრემიერ-მინისტრის წინადადებას;
2) ცენზი; age qualification ასაკობრივი ცენზი; electoral qualification საარჩევნო ცენზი;
5. პირობა, მოთხოვნა (კანონით დადგენილი); to fulfill the qualifications მოთხოვნების შესრულება; five-year residency quilification for presidential candidates ქვეყანაში ცხოვრების ხუთწლიანი სავალდებულო ვადა პრეზიდენტობის კანდიტატებისთვის;
6. სპორტ. შესარჩევი / საკვალიფიკაციო შეხვედრა / მატჩი ან ტურნირი / ეტაპი; qualification for the World Cup ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი;
7. ფინ. დამატებითი ინფორმაცია / შენიშვნა (აუდიტორულ დასკვნაში);
⌇ qualification exam [certificate] საკვალიფიკაციო გამოცდა [სერტიფიკატი]; qualification round სპორტ. საკვალიფიკაციო რაუნდი.