ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია ძველი დიზაინი
Margaliti
Dictionary.ge
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

near II adverb
[nɪə(r)]
ბეჭდვა

1. მიუთითებს 1) ახლო მდებარეობას ან მიახლოებას / მოახლოებას ახლოს, ახლომახლო, მახლობლად, გვერდით; to stand [to be] near გვერდით / იქვე დგომა [ყოფნა]; don't go away, stay somewhere near შორს ნუ წახვალ, აქვე / ახლოს იყავი; nearer and nearer სულ უფრო და უფრო ახლოს; to come / to draw / near მიახლოება, მოახლოება; as soon as he came nearer როგორც კი მიუახლოვდა / მოუახლოვდა; do not approach too near ძალიან ნუ მიუახლოვდები;

2) დროის სიმცირეს ან მოახლოებას მალე, სადაცაა; kingdom of God is near ბიბლ. ახლოა ღმერთის სასუფეველი; for the time is near ბიბლ. რადგანაც ახლოა ჟამი; the harvest season is drawing near მოსავლის აღების დრო დგება / ახლოვდება;

3) ახლო ნათესაობას, მჭიდრო კავშირს და ა.შ. ახლო, უშუალოდ; we are near related ჩვენ ახლო ნათესავები ვართ; tribes near allied მონათესავე ტომები; they are near acquainted with the people of the country ისინი კარგად იცნობენ ამ ქვეყნის მოსახლეობას; to be near akin / of kin / ახლო ნათესაობაში ყოფნა; news that concerns you very near ცნობები, რომლებიც უშუალოდ თქვენ გეხებათ;

2. მიუთითებს ამა თუ იმ თვისებასთან, მდგომარეობასთან და ა.შ. მიახლოებას თითქმის; კინაღამ; you are near right თქვენ თითქმის მართალი ბრძანდებით; the results are pretty near equal შედეგები თითქმის ერთნაირია; near a century ago თითქმის საუკუნის წინათ; it is done or near so ეს გაკეთებულია ან თითქმის გაკეთებული; it is the same thing or near so ეს იგივეა ან თითქმის იგივე; he near fell კინაღამ წაიქცა; he is not near as popular as before იგი სულაც არ არის უწინდელივით პოპულარული;

3. ძუნწად, მომჭირნედ; to live near მომჭირნედ / ხელმოჭერით ცხოვრება;

near I near III

მეზობელი სიტყვები
უკანასკნელი დამატებები
სხვა ლექსიკონები