![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1) უეცრად გაჩერება (˂გა˃ჩერდება) ან გვერდზე გახტომა, გაჯიუტება, გაოჩნება; ʘ ადგილიდან არ იძვრის (ითქმის ცხენის და მისთ. შესახებ);
2) შეჩერება (˂შე˃ჩერდება), უკან დახევა; ყოყმანი, მერყეობა; he jibbed a bit when I told him the price, but eventually he agreed როდესაც ფასი ვუთხარი, ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა; to jib in the face of danger საფრთხის წინაშე მერყეობის / გაუბედაობის გამოვლენა; ▭ to jib at 1) ʘ წინ არ / ვერ მიდის; my car jibs at steep hills ჩემს მანქანას ციცაბო აღმართებზე ასვლა უჭირს; 2) ყოყმანი (ყოყმანობს), მერყეობა; to jib at doing smth. რისამე გაკეთების თაობაზე ყოყმანი; 3) რაიმეზე უარის თქმა (უარს იტყვის) ან პროტესტის გამოთქმა; რისამე / ვისიმე მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა; ʘ რაიმეს / ვინმეს გაურბის / თავს არიდებს; she jibbed at signing the contract without legal advice მან იურისტის რჩევის გარეშე კონტრაქტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა; he jibs at speaking with her იგი ქალთან საუბარს თავს არიდებს. |
||||
![]() |
![]() |
|||
| jib⁴ I | jibber¹ |