Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

surprise I noun
[səʹpraɪz]
Print

1. გაკვირვება, გაოცება, განცვიფრება; a look of surprise გაკვირვების / გაოცების გამომხატველი მზერა; he looked at her in / with / surprise იგი ქალს გაოცებით / გაოცებული შესცქეროდა; they couldn't conceal their surprise at seeing us together როდესაც ჩვენ ერთად დაგვინახეს, თავიანთი გაოცება ვერ დამალეს; to my surprise they all agreed with me ჩემდა გასაოცრად / გასაკვირად, ყველანი დამეთანხმნენ;

2. მოულოდნელობა, მოულოდნელი რამ, სიურპირზი; I have a surprise for you! შენთვის სიურპრიზი მაქვს! what a pleasant surprise to see you again! რა სასიამოვნო სიურპრიზია / მოულოდნელობაა, ისევ რომ გხედავთ! don't tell Anne we've arranged a party for her – I want it to be a surprise ენს არ უთხრათ, მისთვის წვეულებას რომ ვაწყობთ – მინდა ეს მისთვის სიურპრიზი იყოს; her resignation came as a complete surprise თანამდებობიდან მისი გადადგომა სრული მოულოდნელობა იყო; it comes as no surprise to learn that they broke their promises არავისთვის მოულოდნელი არ არის, რომ მათ თავიანთი სიტყვა გატეხეს / დაპირებები არ შეასრულეს; there is a surprise in store for smb. ʘ ვინმეს სიურპრიზი მოელის [იხ. აგრ. store I ];

3. 1) მოულოდნელი მოქმედება, მოულოდნელობა; მოულოდნელობის ფაქტორი; a successful campaign should have an element of surprise წარმატებულ პოლიტიკურ კამპანიას მოულოდნელობის ელემენტი უნდა ახლდეს თან;

2) სამხ. მოულოდნელობა (მოულოდნელი მოქმედებები – როგორც ომის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი); an element of surprise is important to any attack მოულოდნელობის ელემენტი მნიშვნელოვანია ნებისმიერი თავდასხმისთვის; surprise will be vital to the success of this operation მოულოდნელობას / მოულოდნელობის ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ამ სამხედრო ოპერაციისთვის;

a surprise visit მოულოდნელი ვიზიტი / სტუმრობა;

to catch / to take / smb. by surprise ʘ მოუმზადებელს მოუსწრო ვინმეს; ვინმესთვის მოულოდნელი აღმოჩნდა; the question took her by surprise ეს კითხვა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა; the sudden cold weather took us all by surprise უეცარი აცივება ყველა ჩვენგანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა; the guerrillas were killed when army troops took them by surprise პარტიზანები მაშინ დახოცეს, როდესაც არმიის ქვედანაყოფები მათ მოულოდნელად წაადგნენ თავს / თავს დაესხნენ.

surplus II surprise II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili

TOP.GE

0.0113