![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. მხარდაჭერა, დახმარება; there is strong public support for the change ცვლილება / რეფორმა საზოგადოების ფართო მხარდაჭერით სარგებლობს; to speak in support of smb., smth. ვისიმე, რისამე მხარდაჭერის გამოთქმა / გამოხატვა; only a few people spoke in support of the proposal სულ რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა ამ წინადადების მხარდაჭერა; to drum up support მხარდაჭერის მოპოვება, მხარდამჭერთა შეგროვება; can I rely on your support in the election? შემიძლია არჩევნებში შენი მხარდაჭერის იმედი მქონდეს? local businesses have provided financial support ადგილობრივმა საწარმოებმა ფინანსური მხარდაჭერა / დახმარება გაგვიწიეს; she gave me a lot of support when I lost my job მან დიდი ემოციური მხარდაჭერა გამიწია, როდესაც სამსახური დავკარგე / უმუშევარი დავრჩი; 2. საყრდენი, საბჯენი, ბურჯი (აგრ. გადატ.); the roof may need extra support სახურავს საბჯენებით გამაგრება შეიძლება დასჭირდეს; she grabbed at his shoulders for support თავის შესამაგრებლად / დასაყრდნობად ქალი მას მხრებში ჩაეჭიდა; the supports under the bridge were starting to bend ხიდის ბურჯები / საყრდენები გაღუნვას იწყებდა; when my father died, Jim was a real support ხატოვნ. როდესაც მამა გარდამეცვალა, ჯიმი ყველანაირად გვერდში მედგა / ჩემთვის დიდი ნუგეში იყო; 3. საფუძველი, დასაბუთება, არგუმენტაცია; the statistics offer further support for our theory სტატისტიკური მონაცემები კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს თეორიას; |
||||
![]() |
![]() |
|||
| supply teacher | support II |