![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. (ხშ. from) ტანჯვა (იტანჯება); ʘ რაიმე აწუხებს; I hate to see animals suffering არ შემიძლია ვუყურო, როგორ იტანჯებიან ცხოველები; he suffers from asthma მას ასთმა აწუხებს / ასთმა სჭირს; many companies are suffering from a shortage of skilled staff მრავალი კომპანია კვალიფიციური კადრების / პერსონალის ნაკლებობას განიცდის; 2. რაიმე უარყოფითის განცდა (განიცდის), გადატანა; ʘ რაიმე დაემართა, მოუვიდა; he suffered a massive heart attack მას გულის მძიმე შეტევა დაემართა; the party suffered a humiliating defeat in the general election საყოველთაო არჩევნებში პარტიამ დამამცირებელი / სამარცხვინო დამარცხება განიცადა; the company suffered huge losses in the last financial year გასულ ფინანსურ წელიწადში კომპანიამ უზარმაზარი ზარალი განიცადა; the civilian population suffered many casualties სამოქალაქო / მშვიდობიან მოსახლეობაში ბევრი იყო დაღუპული და დაჭრილი; 3. გაუარესება (˂გა˃უარესდება); ʘ ზარალდება; my work is suffering as a result of problems at home საშინაო / ოჯახური პრობლემების გამო ჩემი სამსახურებრივი საქმეები ზარალდება; safety might suffer if costs are cut თუ ხარჯებს შეკვეცენ, ამის შედეგად შეიძლება უსაფრთხოება დაზარალდეს / უსაფრთხოების დონე გაუარესდეს; |
||||
![]() |
![]() |
|||
| suet | sufferance |