1. ვარდნა, თანდათანობითი კლება / შემცირება (ფასებისა, რისამე დონისა და ა.შ.); a downward slide in the price of oil ნავთობის ფასის თანდათანობითი კლება / ვარდნა; the team's slide down the table სპორტ. გუნდის სატურნირო მდგომარეობის თანდათანობითი გაუარესება; the economy is on the slide ეკონომიკა ვარდნას განიცდის; ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება;
2. სრიალი; გასრიალება, მოსრიალება; her car went into a slide მისი მანქანა მოსრიალდა / მოცურდა;
3. სასრიალო (საბავშვო მოედანზე, პარკში და მისთ.);
4. სპეც. სასაგნო მინა (
მიკროსკოპისა; აგრ. microscope slide);
5. 1) სლაიდი (ჩარჩოში ჩასმული დიაპოზიტივი / გამჭვირვალე ფოტოგრაფია, რომელიც ეკრანზე შეიძლება პროეცირდეს); a talk with colour slides საუბარი ფერადი სლაიდების ჩვენებით;
2) კომპ. სლაიდი (სლაიდ-შოუს ცალკეული გამოსახულება) [იხ. აგრ. slide show, slideshow 2)];
6. ტექ. 1) სრიალი, სრიალით გადაადგილება (მიმმართველი ღარის და მისთ. საშუალებით);
2) = slider 1;
3) მიმმართველი ღარი / ღარაკი / არხი.