1. ხმაურით / ჯახუნით დახურვა (˂და˃ხურავს; ˂და˃იხურება), მიჯახუნება; I heard the front door slam გავიგონე, როგორ გაჯახუნდა სადარბაზო შესასვლელის კარი; a window slammed shut in the wind ქარისაგან ფანჯარა ჯახუნით დაიხურა; he stormed out of the house, slamming the door as he left იგი სახლიდან გავარდა და კარი გაიჯახუნა / მიიჯახუნა; she slammed the lid shut მან ყუთის თავსახური ხმაურით დახურა; she slammed her book shut and rushed out of the room მან თავისი წიგნი ხმაურით დახურა და ოთახიდან გავარდა [შდრ. აგრ. 2];
2. ხმაურით დაგდება (˂და˃აგდებს), დახეთქება, მინარცხება; she slammed down the phone angrily მან გაბრაზებულმა დაახეთქა ტელეფონი; he slammed the book down on the table and stormed out მან წიგნი მაგიდაზე დააგდო / დაახეთქა და გარეთ გავარდა [შდრ. აგრ. 1]; he slammed the brakes on when a child ran in front of his car მან მთელი ძალით დააჭირა ფეხი მუხრუჭს / მკვეთრად დაამუხრუჭა, როდესაც მის მანქანას წინ ბავშვმა გადაურბინა;
3. მკაცრად გაკრიტიკება (˂გა˃აკრიტიკებს); local media slammed plans to build a prison in the area ადგილობრივმა მედიამ ამ რაიონში ციხის აგების გეგმები გააკრიტიკა;
⌇ to slam against = to slam into; to slam into დაჯახება (˂და˃აჯახებს; ˂და˃ეჯახება), დატაკება; all 155 passengers died instantly when the plane slammed into the mountain 155-ვე მგზავრი მყისიერად / მომენტალურად დაიღუპა, როდესაც თვითმფრინავი მთას შეეჯახა.