1. მარტივი, ადვილი, იოლი; ადვილად გასაგები; a simple task [method] მარტივი / იოლი საქმე [მეთოდი]; the answer is really quite simple პასუხი მართლაც რომ ძალზე მარტივია; this machine is very simple to use ეს მანქანა ძალზე ადვილი გამოსაყენებელია [შდრ. აგრ. 3]; a simple solution მარტივი გადაწყვეტა / გადაწყვეტის გზა (პრობლემისა, საკითხისა და მისთ.); this dictionary is written in simple English ეს ლექსიკონი მარტივი / ადვილად გასაგები ინგლისური ენითაა დაწერილი;
2. სადა, უბრალო; a simple black dress სადა / უბრალო შავი კაბა; the food is simple but perfectly cooked საჭმელი უბრალოა, მაგრამ მშვენივრად არის მომზადებული / გაკეთებული; the house is furnished in a simple country style სახლი სადა სოფლურ სტილშია ავეჯით გაწყობილი;
3. მარტივი, არართული; simple forms of life მარტივი ცოცხალი ორგანიზმები; a simple machine მარტივი / ელემენტარული მექანიზმი [შდრ. აგრ. 1]; a simple sentence გრამ. მარტივი წინადადება;
4. უბრალო, ჩვეულებრივი; უპრეტენზიო (
ითქმის ადამიანის, მისი ცხოვრების სტილის შესახებ); he was just a simple farmer იგი უბრალო / ჩვეულებრივი ფერმერი იყო; I'm a simple country girl მე უბრალო სოფლელი გოგონა ვარ; a simple Buddhist monk უბრალო ბუდისტი ბერი; a simple life in the country უბრალო ცხოვრება სოფლად;
5. გულუბრყვილო, მიამიტი; გონებასუსტი, გონებაშეზღუდული, მოსულელო; he's not mad – just a little simple იგი გიჟი არ არის, უბრალოდ ცოტა გონებასუსტია; I'm afraid he's a bit simple ვშიშობ, რომ იგი ოდნავ გონებასუსტია / გონებაშეზღუდულია;
6. გამაძლ. უბრალო, სწორედ / ზუსტად ის, ერთადერთი; the simple fact is, he's not very good at his job უბრალო ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ იგი თავის საქმეს / სამუშაოს თავს მაინცდამაინც კარგად ვერ ართმევს; nobody wanted to believe the simple truth არავის სურდა ამ უბრალო ჭეშმარიტების დაჯერება; I had to do it for the simple reason that I couldn't trust anyone else მე ამის გაკეთება იმ უბრალო მიზეზის გამო მომიხდა, რომ სხვას ვერავის ვენდობოდი;
7. ქიმ. მარტივი; დაუშლელი; simple substance [ethers] მარტივი ნივთიერება [ეთერები];
8. მათ. მარტივი, უმარტივესი; წრფივი; simple root მარტივი ფესვი;
9. ბიოლ. 1) მარტივი, სეგმენტებად და მისთ. დაუყოფელი; simple leaf მარტივი ფოთოლი; simple eye მარტივი თვალი (განსაკ. მწერებისა);
2) მარტივი, ერთი ნასკვისგან / ნაყოფფოთლისგან განვითარებული; simple fruit მარტივი ნაყოფი (ვაშლისა, ალუბლისა და სხვა);
3) ერთი გენი რომ აკონტროლებს / განსაზღვრავს, მონოგენური (ითქმის ნიშან-თვისების შესახებ);
10. მუს. მარტივი; simple interval [time] მარტივი ინტერვალი [ზომა]; simple harmony პირველი ჰარმონია;
11. გრამ. მარტივი; simple present [past] (tense) აწმყო [ნამყო] მარტივი დრო;
12. გეოლ. ერთგვაროვანი (ითქმის მინერალის შესახებ);
13. იურ. უპირობო; შეუზღუდავი; სრული, აბსოლუტური [იხ. აგრ. fee simple].