1. მგრძნობიარე, გულისხმიერი (სხვების გასაჭირის მიმართ); a sensitive man მგრძნობიარე / გულისხმიერი ადამიანი; to be sensitive to smb.'s feelings ვისიმე განცდების გულთან ახლოს მიტანა; it wasn't very sensitive of you ... მთლად ტაქტიანი არ იყო თქვენი მხრიდან ...;
2. ფაქიზად რომ აღიქვამს (ხელოვნებას, მუსიკას, ლიტერატურას);
3. ზედმეტად მგრძნობიარე, წყენია; she's still very sensitive about her divorce კვლავ ძალიან განიცდის გაყრის ამბავს; he's very sensitive to criticism კრიტიკის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა, ძალზე სწყინს კრიტიკა;
4. დელიკატური, საჩოთირო; ტაქტიან / სათუთ მიდგომას რომ საჭიროებს; a very sensitive subject ძალზედ დელიკატური თემა; თემა, რომელიც ფრთხილ / ტაქტიან მიდგომას მოითხოვს;
5. სპეც. 1) მგრძნობიარე (გარეგანი გამღიზიანებლის, სტიმულის და ა.შ. მიმართ); sensitive skin მგრძნობიარე / ნაზი კანი; sensitive to cold [to light] სიცივის [სინათლის] მიმართ მგრძნობიარე; heat [sun] sensitive სითბოსადმი [მზისადმი] მგრძნობიარე; sensitive film [paper] ფოტ. შუქმგრძნობიარე ფირი [ქაღალდი];
2) მგრძნობიარე; ზუსტი (ითქმის ხელსაწყოს და მისთ. შესახებ); high sensitive metal detector მაღალმგრძნობიარე ლითონის დეტექტორი; sensitive scales მგრძნობიარე / ზუსტი სასწორი.