1. 1) მასშტაბი; ოდენობა; on a large [a small] scale დიდი / ფართო [მცირე] მასშტაბით; on an international [a world] scale საერთაშორისო [მსოფლიო] მასშტაბით; nuclear weapons cause destruction on a massive scale ბირთვული იარაღი მასობრივ განადგურებას იწვევს; diseconomies [economies] of scale იხ. diseconomy 2 და economy 3;
2) მასშტაბი (რუკისა); map scale რუკის მასშტაბი; most military maps have a scale of 1:50000 სამხედრო რუკების უმეტესი ნაწილის მასშტაბია 1:50000; we need a map with a larger scale უფრო დიდი მასშტაბის მქონე რუკა გვჭირდება; (drawn) to scale მასშტაბში;
2. 1) სკალა; ქულა; ბალი; ტაქსა, ნიხრი, ტარიფი (რიცხვთა სისტემა რისამე გასაზომად, შესაფასებლად, შესადარებლად და. ა.შ.); scale of wages [of pensions] ხელფასის [პენსიის] სკალა; the earthquake measured 6 on the Richter scale რიხტერის სკალით ექვსბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა; how would you rate her work on a scale of 1 – 10? როგორ შეაფასებთ მის ნამუშევარს ერთიდან ათ ქულამდე?
2) სკალა (სხვადასხვა ხელსაწყოში); a ruler with a metric scale სახაზავი მეტრული სკალით; the scale on a thermometer თერმომეტრის სკალა; Fahrenheit scale ფარენჰაიტის სკალა;
3. განვითარების ეტაპი; საფეხური; მდგომარეობა; იერარქია; social scale საზოგადოებრივი / სოციალური იერარქია; to rise in the social scale იერარქიულ კიბეზე ასვლა, უფრო მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის დაკავება;
4. მუს. გამა; ascending [descending] scale აღმავალი [დამავალი] გამა; the scale of C major გამა დო-მაჟორი; to sing scales გამების მღერა; to practice the scales გამების დაკვრაში ვარჯიში; to play scales გამების დაკვრა;
5. მათ. თვლის სისტემა (აგრ. scale of notation); decimal [binary] scale თვლის ათობითი [ორობითი] სისტემა;
6. (-scale) როგორც რთული სიტყვის კომპონენტი: full-scale სრულმასშტაბიანი; ყოვლისმომცველი; a full-scale war სრულმასშტაბიანი ომი; timescale დროის სკალა; დროის გრაფიკი;
◇ off the scale ნორმის ზედა ზღვარზე; in scale რაიმესთან პროპორციული, თანაზომიერი; out of scale რაიმესთან არაპროპორციული, არათანაზომიერი.