1. ნიმუში, მაგალითი; a sample of one's work ვისიმე ნამუშევრების ნიმუში; up / equal / to sample კომერც. ნიმუშის შესაბამისი; a free sample კომერც. უფასო ნიმუში (რისამე, ჩვეულ. მცირე პორციით დაფასოებული, საცდელი / გასაცნობი ნიმუში პოტენციურ მყიდველებში გასავრცელებლად); a sample of courage გადატ. მამაცობის / გამბედაობის მაგალითი;
2. სპეც. სინჯი, სატესტო ნიმუში; to draw a sample სინჯის შერჩევა / აღება; a blood sample სისხლის სინჯი; a water [a soil] sample წყლის [ნიადაგის] სინჯი;
3. ადამიანთა ან საგანთა ჯგუფიდან შერჩეული / ამორჩეული მცირე ჯგუფი (გამოკვლევების ჩატარების და ა.შ. მიზნით); a representative sample of the country's population ქვეყნის მოსახლეობის წარმომადგენლობითი ჯგუფი (რომელიც საზოგადოების ყველა ფენიდან შერჩეული ადამიანებისგან შედგება); the test was given to a random sample of 50 patients ტესტი შემთხვევით შერჩეულ ორმოცდაათ პაციენტს ჩაუტარდა;
4. მუს. სემპლი (
ციფრულ ფორმატში გადაყვანილი მუსიკალური ფრაგმენტი ან ბგერა);
5. სპეც. დისკრეტული მნიშვნელობა (სიგნალისა);
⌇ a sample survey შერჩევითი გამოკითხვა / გამოკვლევა; a sample bottle სინჯარა; sample questions შეკითხვების ნიმუშები (გამოცდისთვის, ტესტისთვის მოსამზადებლად); a sample exam საცდელი გამოცდა.