Try the new design Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

question I noun
[ʹkwɛstʃən]
Print

1. შეკითხვა, კითხვა; to ask (smb.) a question, to put a question (to smb.) (ვინმესთვის) შეკითხვის დასმა; to answer a question შეკითხვაზე პასუხის გაცემა; the question arises ჩნდება კითხვა; to bombard smb. with questions ვინმესთვის შეკითხვების მიყრა; question 3 was very difficult მესამე შეკითხვა ძალიან რთული იყო; open question შინაარსობრივად არაერთმნიშვნელოვანი კითხვა (რომელიც თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა) [შდრ. აგრ. 2 და 3]; to evade / to sidestep / a question პირდაპირი პასუხისათვის თავის არიდება to rephrase a question შეკითხვის ფორმულირების შეცვლა;

2. საკითხი; პრობლემა; insoluble question გადაუწყვეტელი საკითხი, გადაუჭრელი პრობლემა; to look at the question from all angles საკითხის ყოველმხრივ / ყველა კუთხიდან განხილვა; let's look at the question of security მოდით უსაფრთხოების საკითხი განვიხილოთ; to be, or not to be, – that is the question (Shakespeare) ყოფნა, არყოფნა – საკითხავი აი ეს არის; it remains an open question ეს ღია / გადაუჭრელ საკითხად რჩება [შდრ. აგრ. 1 და 3]; some questions remain unanswered ზოგიერთი საკითხი კვლავაც გადაუჭრელი რჩება;

3. ეჭვი, საეჭვოობა; გაურკვევლობა; to raise questions about რისამე ეჭვქვეშ დაყენება; this incident raises questions about the affectivness of airport security ეს ინციდენტი ეჭვქვეშ აყენებს აეროპორტის დაცვის სამსახურის ქმედითობას / ეფექტიანობას; there is no question უეჭველია, ეჭვგარეშეა, უდავოა; her honesty is beyond question მისი პატიოსნება ეჭვს არ იწვევს; to trust without question უსიტყვოდ / ყოველგვარი ეჭვის გარეშე ნდობა [შდრ. აგრ. ]; open to question გაურკვეველი; საკამათო, სადავო [შდრ. აგრ. 1 და 2];

to be just / merely, only / a question of ʘ მხოლოდ / უბრალოდ რაიმეს საკითხია; It's merely a question of time ეს მხოლოდ დროის საკითხია; no question of რაიმეს საკითხი რომ არ დამდგარა; რაიმეზე ლაპარაკი რომ არ არის; რაიმე შესაძლებელი რომ არ არის; there is no question of him leaving hospital yet ჯერ საავადმყოფოდან მის გამოწერაზე ლაპარაკი ნაადრევია; there is no question of the project being postponed პროექტის გადადებაზე ლაპარაკი არ არის; პროექტი არავითარ შემთხვევაში არ გადაიდება; to bring / to throw / smth. into question რისამე ეჭვქვეშ დაყენება, რაიმეში ეჭვის შეტანა; this case brings into question the whole purpose of the law ეს პრეცედენტი ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად კანონის დანიშნულებას; in question ა) მოცემული, განხილვის საგანს / თემას რომ წარმოადგენს; on the day in question we were in London ამ დღეს ჩვენ ლონდონში ვიყავით; ბ) საეჭვო, გაურკვეველი; the future of public transport is in question საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომავალი გაურკვეველია; to call in question ა) ეჭვქვეშ დაყენება; ბ) იურ. სასამართლოში ან გამომძიებელთან გამოძახება; ბრალდების წაყენება; to come into question ʘ განხილვის საგანი გახდა; to be out of the question ʘ ეს გამორიცხულია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს; loaded question ა) კითხვა, რომელიც თავადვე გულისხმობს ამა თუ იმ პასუხს; ბ) პროვოკაციული კითხვა; the question is საქმე იმაშია, საქმე იმაში მდგომარეობს; to pop the question საუბ. ვინმესთვის დაქორწინების / ცოლად გაყოლის თხოვნა / შეთავაზება; to put the question წინადადების კენჭისყრაზე დაყენება; (that's a) good question! საუბ. (ეს) კარგი შეკითხვაა! არ ვიცი! წარმოდგენა არ მაქვს! (პასუხად დასმულ შეკითხვაზე); "how long will all this take?" "good question!" „ყველაფერ ამას რამდენი დრო დასჭირდება?“ „წარმოდგენა არ მაქვს!“ without question ა) უეჭველად, ეჭვგარეშე, უდავოდ; he is without question absolutely correct ის უდავოდ სრულიად მართალია; ბ) უსიტყვოდ, უპირობოდ; she obeyed without question უსიტყვოდ დაემორჩილა [შდრ. აგრ. 3]; the sixty-four thousand dollar question იხ. thousand .

questing II question II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0157