![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. 1) დასწრება, თანდასწრება, ყოფნა; არსებობა; the presence of strangers უცხო პირთა დასწრება; your presence is requested წიგნ. თქვენი დასწრება აუცილებელია; in the presence of smb. ვისიმე თანდასწრებით; the police scientists detected the presence of poison in the dead woman's blood პოლიციის ექსპერტებმა გარდაცვლილი ქალის სისხლში საწამლავის არსებობა აღმოაჩინეს; 2) (the presence) წარჩინებულ პირთა დასწრება; in the presence სამეფო ოჯახის წევრთა, რომის პაპის და ა.შ. თანდასწრებით; before entering the presence ხუმრ. სანამ უფროსობას დაენახვები; to be admitted to the presence ʘ წარჩინებულ პირთან (მეფესთან, რომის პაპთან და მისთ.) შესვლის ნებართვა აქვს / დაშვებულია; 2. მეზობლად / უშუალო სიახლოვეს ყოფნა; to be calm in the presence of danger საფრთხის პირისპირ მშვიდად / აუღელვებლად ყოფნა; I was summoned to his presence მასთან გამომიძახეს; 3. წარმოსადეგობა, ტანადობა; შესახედაობა, გარეგნობა (განსაკ. შთამბეჭდავი); a young man of handsome presence წარმოსადეგი გარეგნობის ახალგაზრდა კაცი; a man of noble presence კეთილშობილური იერის / შესახედაობის კაცი; he has no presence წარმოსადეგი / შთამბეჭდავი გარეგნობა არა აქვს; his presence is against him გარეგნობა ხელს არ უწყობს; |
||||
![]() |
![]() |
|||
| preselect | presence chamber |