Login | Registration | Password reset | Activation Classic design
Margaliti
Dictionary.ge
Comprehensive English-Georgian Online Dictionary
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

prescribe verb
[prɪʹskraɪb]
Print

1. წამლის და მისთ. გამოწერა (˂გამო˃წერს, ˂გამო˃უწერს); can you prescribe something for my cough please, doctor? ექიმო, ხველებისთვის რამეს ვერ გამომიწერთ? the drug is often prescribed for ulcers ამ წამალს ხშირად წყლულების სამკურნალოდ უწერენ ხოლმე; I've been prescribed painkillers ტკივილგამაყუჩებლები გამომიწერეს; if these don't work I may have to prescribe you something stronger თუ ამან არ იმოქმედა / არ გიშველათ, შეიძლება თქვენთვის რაიმე უფრო ძლიერმოქმედის გამოწერა მომიხდეს;

2. წიგნ. დაწესება (˂და˃აწესებს, ˂და˃უწესებს), დადგენა, განსაზღვრა (მოქმედების ნორმებისა, რისამე გაკეთების ან შესრულების წესისა და მისთ.); police regulations prescribe that an officer's number must be clearly visible პოლიციის წესდებით დადგენილია / პოლიციის წესდება მოითხოვს, რომ პოლიციელის პირადი ნომერი გარკვევით უნდა ჩანდეს; the prescribed form must be completed and returned to this office წესებით დადგენილი / სათანადო ფორმა უნდა შეივსოს და ამ უწყებას ჩაჰბარდეს; what punishment does the law prescribe for this crime? რა სახის სასჯელს ითვალისწინებს კანონი ამ დანაშაულისთვის? the syllabus prescribes precisely which books should be studied სილაბუსში ზუსტად არის განსაზღვრული / დადგენილი / მითითებული, თუ რა წიგნები უნდა იქნეს გამოყენებული სწავლისას; a modern dictionary that describes but does not prescribe თანამედროვე ლექსიკონი, რომელიც ენას აღწერს, მაგრამ ენობრივ / მეტყველების ნორმებს არ აწესებს;

3. იურ. 1) რაიმეზე მფლობელობის უფლების მოპოვება (მოიპოვებს) შეძენითი ხანდაზმულობის საფუძველზე;

2) გაუქმებულად / გაბათილებულად გახდომა (˂გა˃ხდება) გამაქარწყლებელი ხანდაზმულობის საფუძველზე (ითქმის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ვალის და ა.შ. შესახებ).

prescind prescribed load

Nearby words
Recent Additions
Other Dictionaries