Login | Registration | Password reset | Activation Classic design
Margaliti
Dictionary.ge
Comprehensive English-Georgian Online Dictionary
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

nuclear adjective
[ʹnju:klɪə(r)]
Print

1. 1) ფიზ. ბირთვული, ბირთვისა; ატომური; ნუკლონური, ნუკლეარული; nuclear fusion ბირთვების სინთეზი; nuclear energy ბირთვული / ატომური ენერგია; nuclear power ბირთვული ენერგია (ბირთვული რეაქტორის მიერ გამომუშავებული) [იხ. აგრ. 2)]; nuclear chain reaction ბირთვული ჯაჭვური რეაქცია; nuclear fission ბირთვის გაყოფა; nuclear mass ბირთვის მასა; nuclear physics ბირთვული ფიზიკა; nuclear reactor ბირთვული რეაქტორი; nuclear turbojet ბირთვული ტურბორეაქტიული ძრავა;

2) ბირთვული, ბირთვულ იარაღთან ან ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებული; nuclear weapon ბირთვული იარაღი; ბირთვული საბრძოლო მასალა; ბირთვული ქობინი; nuclear tests ბირთვული იარაღის გამოცდა; nuclear age ბირთვული ეპოქა, ატომის საუკუნე; nuclear power ბირთვული ძალა / ძლიერება (ბირთვული სახელმწიფოსი) [იხ. აგრ. 2)]; nuclear powers [conflict] ბირთვული სახელმწიფოები [კონფლიქტი]; nuclear disarmament ბირთვული განიარაღება; nuclear aircraft ბირთვული იარაღის მზიდი თვითმფრინავი; nuclear artillery ატომური არტილერია; nuclear attack ბირთვული თავდასხმა; ბირთვული დარტყმა; nuclear component ბირთვული მუხტი (იარაღისა); nuclear device ა) ბირთვული მოწყობილობა; ბ) ბირთვული იარაღი; nuclear energy rocket ბირთვული / ატომური ძალური დანადგარით აღჭურვილი რაკეტა; nuclear exchange ბირთვული დარტყმების გაცვლა; ბირთვული იარაღის გამოყენება მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ; nuclear response საპასუხო ბირთვული დარტყმა; nuclear explosion ბირთვული / ატომური აფეთქება; nuclear fallout რადიოაქტიური ნალექები; რადიოაქტიური ნალექების მოსვლა (ბირთვული აფეთქების შემდეგ); nuclear fire ა) ბირთვული იარაღის გამოყენება; ბ) ატომური არტილერიის ცეცხლი; nuclear fusion bomb თერმობირთვული ბომბი, წყალბადის ბომბი; nuclear knockout გამანადგურებელი ბირთვული დარტყმა; nuclear missile war რაკეტულ-ბირთვული ომი; nuclear munitions ბირთვული საბრძოლო მასალები; ბირთვული განადგურების საშუალებები; nuclear saturation მასირებული ბირთვული დარტყმა; nuclear slugging match საუბ. ატომური ომი; nuclear war / warfare / ბირთვული ომი; nuclear warhead ბირთვული ქობინი / საბრძოლო თავი (რაკეტისა, ჭურვისა); to destroy nuclear stockpiles ბირთვული იარაღის მარაგის განადგურება;

3) = nuclear-powered; nuclear submarine = nuclear-powered submarine [იხ. nuclear-powered];

2. ბიოლ. ბირთვისა, ბირთვთან დაკავშირებული; ბირთვის შემცველი; nuclear cell division უჯრედის ბირთვის გაყოფა, კარიოკინეზი, მიტოზი; nuclear membrane ბირთვის მემბრანა / გარსი;

nuclear umbrella პოლიტ. "ბირთვული ქოლგა", ბირთვული უსაფრთხოება / უსაფრთხოების გარანტია (უბირთვო ქვეყნებისა).

nucleal nuclear airburst

Nearby words
Recent Additions
Other Dictionaries