![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. ზღვ. 1) წყალში ჩაშვება (˂ჩა˃უშვებს), ექსპლუატაციაში შეყვანა (ახალაგებული გემისა); the Navy is to launch a new warship today სამხედრო-საზღვაო ფლოტი დღეს ახალი სამხედრო გემის წყალში ჩაშვებას გეგმავს; 2) ნავის წყალში ჩაშვება (˂ჩა˃უშვებს), სადმე გაგზავნა; the lifeboat was launched immediately მაშველი ნავი დაუყოვნებლივ ჩაუშვეს წყალში; 2. 1) დაწყება (˂და˃იწყებს), მოქმედებაში მოყვანა, ამოქმედება; to launch a new enterprise ახალი საწარმოს / კომპანიის დაარსება; to launch a young man into business ახალგაზრდა კაცის ბიზნესში ჩართვა, ახალგაზრდა კაცისათვის საქმიანი კარიერის დაწყებაში დახმარების გაწევა; 2) მოქმედების დაწყება (˂და˃იწყებს), რისამე წამოწყება; to launch a campaign against smb. ვისიმე წინააღმდეგ კამპანიის წამოწყება; to launch an attack შეტევის დაწყება; the enemy launched a furious attack on the castle მოწინააღმდეგემ ციხესიმაგრეზე გააფთრებული შეტევა განახორციელა; 3. 1) ძლიერად სროლა (ისვრის), ტყორცნა; to launch a spear at smb. ვინმესთვის შუბის სროლა; to launch a blow დარტყმის მიყენება (აგრ. კრივში); 2) ვისიმე / რისამე წინააღმდეგ მიმართვა (მიმართავს) კრიტიკისა და მისთ., წამოძახება / წამოსროლა (შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და მისთ.); to launch threats against smb. ვისიმე მისამართით მუქარის შემცველი სიტყვების წამოძახება; ʘ ვინმეს ˂და˃ემუქრება; to launch an invective გამკიცხავი სიტყვის წარმოთქმა; |
||||
![]() |
![]() |
|||
| launch¹ I | launch² |