![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1) შე˂მო˃მავალი, რომ შე˂მო˃დის; მომავალი, რომ მოდის; რომ იწყება; incoming flights ჩამომფრენი რეისები; pilots for incoming vessels ლოცმანები ნავსადგურში შე˂მო˃მავალი გემებისათვის;
2) არჩეული, დანიშნული, წინამორბედის ადგილს რომ იკავებს (ითქმის ამა თუ იმ თანამდებობაზე ვისიმე შემცვლელის, ახალი მობინადრის და ა.შ. შესახებ); the incoming tenant ბინის ახალი დამქირავებელი, ახალი მდგმური; incoming mayor [president] ახალარჩეული / ახალი მერი [პრეზიდენტი]; incoming government ახლად ფორმირებული / ახალი მთავრობა; 3) შე˂მო˃მავალი (ითქმის ფულის, შემოსავლის და ა.შ. შესახებ); incoming payments შე˂მო˃მავალი ფულადი გადასახადები; incoming (telephone) calls შემომავალი (სატელეფონო) ზარები; incoming mail შე˂მო˃მავალი ფოსტა; 4) რომ იწყება; შემდეგი; the incoming year დამდეგი წელი; 5) სამხ. აქეთკენ მომავალი; ჩვენი პოზიციებისკენ მომართული; ჩვენს პოზიციებს რომ უახლოვდება (ითქმის ჭურვის, საარტილერიო ცეცხლის, თვითმფრინავის და მისთ. შესახებ). |
||||
![]() |
![]() |
|||
| incoming I | incommensurability |