1. მოხრა (˂მო˃ხრის; ˂მო˃იხრება) კიდურისა, სახსრისა; to flex one’s legs ფეხების მოხრა;
2. კუნთების დაჭიმვა (˂და˃ჭიმავს; ˂და˃იჭიმება); to flex muscles კუნთების დაჭიმვა;
3. სპეც. გაღუნვა (˂გა˃ღუნავს), მოღუნვა (დრეკადი მასალისა);
4. 1) უნარის, ნიჭის წარმოჩენა (წარმოაჩენს); these negotiations flexed her diplomatic prowess ამ მოლაპარაკებებმა წარმოაჩინა მისი დიპლომატიური ოსტატობა;
2) ამერ. საუბ. ტრაბახი (ტრაბახობს), კვეხნა, თავის მოწონება, აფიშირება (უმეტესად შემაწუხებლად); he keeps flexing his new phone ახალი ტელეფონით გაუთავებლად იწონებს თავს; stop flexing your grades ნუ ტრაბახობ შენი ნიშნებით; ნუ შეგვჭამე შენი ნიშნებით.