![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. ვარჯიში; წვრთნა (აგრ. სპორტ.); სავარჯიშო; drill in grammar გრამატიკულ მასალაზე ვარჯიში; question and answer drills კითხვა-პასუხი (როგორც სავარჯიშოების ერთ-ერთი სახე); 2. 1) სამხ. სამწყობრო მომზადება; სწავლება; დამუშავება (ილეთებისა და მისთ.); საუბ. აგრ. მუშტრა; infantry drill ქვეითი ჯარის სამწყობრო მომზადება; there was one hour of drill every morning ყოველ დილით ერთი საათის განმავლობაში სამწყობრო მომზადება ტარდებოდა; 2) წინასწარ ნასწავლი მოქმედებათა დადგენილი თანმიმდევრობა (სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებში, ბრძოლის ველზე და ა.შ. გამოსაყენებლად); the unloading drill is designed to prevent accidents ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის ამოღებისას შესასრულებელ მოქმედებათა დადგენილ თანმიმდევრობას იმისთვის ასწავლიან, რომ თავიდან იქნეს აცილებული უბედური შემთხვევები; 3. საუბ. 1) მწვრთნელი; 2) მემწყობრე; ⌇ drill ammunition სამხ. სასწავლო-საბრძოლო მასალები; drill / round / cartridge სამხ. სასწავლო / ფუჭი ვაზნა; Drill Regulations სამხ. სამწყობრო წესდება. |
||||
![]() |
![]() |
|||
| drill¹ II | drill² II |