(
აგრ. -ey) 
suff აწარმოებს ზედსართავ სახელებს 
1. არსებითი სახელების ფუძეთაგან და აღნიშნავს ფუძით გამოხატული ნივთიერების, ნიშან-თვისების და მისთ. უხვად, ჭარბად ქონას: clayey თიხიანი, თიხოვანი; dirty ჭუჭყიანი; noisy ხმაურიანი; milky რძიანი; 
2. ზედსართავი სახელების ფუძეთაგან და აღნიშნავს ფუძით გამოხატული თვისების ოდნაობით ხარისხს: bluey მოლურჯო, მოცისფრო; greeny მომწვანო; paly ოდნავ ფერმკრთალი; 
3. ზმნების ფუძეთაგან და აღნიშნავს რისამე მიმართ მიდრეკილებას: chatty ყბედი, ლაქლაქა; touchyზედმეტად მგრძნობიარე; shaky აკანკალებული, ათრთოლებული.